9 თვეში საქართველოს 4 მლნ - მდე უცხოელი ეწვია - როგორია ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი - Palitra News

9 თვეში საქართველოს 4 მლნ - მდე უცხოელი ეწვია - როგორია ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი

2022-10-06 18:04:03+04:00

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სექტემბრის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

მონაცემების თანახმად, 2022 წლის სექტემბერში საქართველოში 636 235 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის სექტემბერთან შედარებით 157.5%-ია, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები 69.4%-ით აღდგა.

მათივე ცნობით, ტურისტული ვიზიტების აღდგენის დინამიკა როგორც სექტემბერში, ასევე მიმდინარე წლის 9 თვეში მნიშვნელოვნად გაზრდილია.

2022 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 3 892 605 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 199.1%-ით მეტია. 2019 წლის 9 თვის მონაცემებთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 53.8%-ია.