მიხეილ სააკაშვილს 38 გრადუსი ტემპერატურა აქვს, მაღალი წნევა, აკანკალებს - საჭმელს ვერ ჭამს, წამლებს არ იღებს, ამბობს, რომ შედეგი არ აქვს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც ხაჭაპურიძე განმარტავს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ დამძიმებულია.
„ყველა ვხედავთ რა შედეგი გამოიღო სასამართლო პროცესმა. ტემპერატურა 38° აქვს, მაღალი წნევა, აკანკალებს, ძალიან ცუდი სურათია. სათანადო კვლევები ჩაუტარდება. ტაბლეტებს არ იღებს, საჭმელს ვერ ჭამს. წამლებს არ იღებს, ამბობს, რომ შედეგი არ აქვს ამ წამლებს.
მოგეხსენებათ, დღეს სასამართლო პროცესი იმართება უკრაინაში და მისი თხოვნაა გამეჟღერებინა, რომ არ მიეცეს უკრაინის პროცესს ცრუ პოლიტიკური სახე. პროცესი მიმდინარეობს იმის თაობაზე, რომ მოწმის სახით დაიკითხოს თუ არა. ისეთი კომენტარები მოისმინა ტელევიზიით, რომ მიიღებენ გადაწყვეტილებას და მოხდება სააკაშვილის გადაყვანა. მსგავსი არაფერი ხდება, ჩვეულებრივი სასამართლო პროცესია მოწმის სახით დაიკითხოს თუ არა. ვთხოვე მედიკამენტები და საკვები მიეღო, რაზეც მითხრა, რომ საკვებს ფიზიკურად ვერ იღებს. რაც შეეხება წამლებს, წამლებს არ მივიღებო“,- აღნიშნავს ხაჭაპურიძე.
როგორც ხაჭაპურიძემ აღნიშნა, მან სააკაშვილს უთხრა, რომ სიტუაციის დრამატიზება არ აწყობთ, რაშიც დაეთანხმა.
„სააკაშვილის პირადი ექიმი თამარ დავარაშვილი ვნახე, სააკაშვილს მისთვის უსაყვედურებია, „მე რომ რამე მომივიდეს იცოდე შენ გაგებინებენ პასუხს-ო“. ექსპერტიზის დასკვნა წავიდა დასასრულისკენ. ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვცა ნებართვა ჯეიმს კობის მიერ სააკაშვილის მონახულებაზე და ველოდებით. სამინისტროსთან შედგა ჩემი კომუნიკაცია და ხვალ კომისიაზე განიხილავენ, შეიძლება დღეს სასჯელაღსრულებამაც მოგვცეს ნებართვა. სააკაშვილს ვუთხარი, რომ არ გვაწყობს სიტუაციის დრამატიზება, ამაში დამეთანხმა. რა აუცილებლობა იყო სასამართლოს აქ მოსვლა და პალატაში შევარდნა სააკაშვილთან? რა აუცილებლობა იყო? თავად ეს მოსამართლეა უცნაური ადამიანი“,- აღნიშნავს ხაჭაპურიძე.