თბილისის საკრებულო - კამპანიის სახელწოდებით „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“ ფარგლებში ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვეს უერთდება. კამპანიის ფარგლებში თბილისის საკრებულოს წევრებმა, ორგანიზაცია ,,ევროპა დონა საქართველოს" და ეროვნული სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლებმა, თავისუფლების მოედანზე "ცოცხალი ჯაჭვი“ შეკრეს, რომელიც ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას და პაციენტთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვას ემსახურება. ე.წ. ,,ვარდისფერი ოქტომბერი” მთელ მსოფლიოში 1997 წლიდან აღინიშნება.