თბილისის მერი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და ხუდადოვის ტყის აღდგენის ინიციატივას გაეცნო - Palitra News

თბილისის მერი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და ხუდადოვის ტყის აღდგენის ინიციატივას გაეცნო

2022-10-06 15:48:23+04:00

თბილისის მერი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და ხუდადოვის ტყის აღდგენის ინიციატივას გაეცნო. თავის მხრივ, კახა კალაძემ მზაობა გამოთქვა, აღნიშნული ინიციატივა მიიღოს და სტუდენტებთან ერთად, ტყე-პარკის განახლების პროექტი განახორციელოს. შეხვედრაზე თბილისის მერმა სტუდენტებს დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება გამწვანების სამუშაოებზე, მწვანე სივრცეებზე, ქალაქის ლანდშაფტური არეალის დაცვაზე, და ეკოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე გამახვილდა.