ევროპის საბჭოს მორიგი აღიარება და საქართველოს მომავალი ევროპაში. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის კაბინეტის ხელმძღვანელი მკაფიოდ აცხადებს, რომ ევროკავშირი, საქართველოსთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების ერთგული რჩება. ფრედერიკ ბერნარდი მიიჩნევს, რომ პარტიებს შორის თანამშრომლობის გზით, რეფორმების განხორციელებისა და კანონის უზენაესობის გაუმჯობესების მიმართულებით პროგრესი, უმნიშვნელოვანესი იქნება.