2024 წლის 1-ელ მარტამდე არქიტექტორები შეძლებენ არქიტექტურული პროექტის დამოწმება სერტიფიკატის გარეშე განაგრძონ. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე მიიღო.
პროექტით მიხედვით, 2022 წლის 1-ელი ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს უკუძალა ენიჭება - ასეთ შემთხვევაში, არქიტექტურული პროექტის დასამოწმებლად არქიტექტორი სერტიფიცირებას არ დაექვემდებარება. ამის მიზეზი კი ის არის რომ აღნიშნული პროექტის ძალაში შესვლამდე წარმოშობილი არქიტექტურული პროექტის დამოწმების პროცესი რეგულაციების მიღმა არ დარჩეს.