პარლამენტის მიერ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების დამტკიცებას პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ეხმაურება. ალეკო ელისაშვილი ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებს უპასუხისმგებლობად აფასებს და ამბობს, რომ მსოფლიოში შექმნილი მძიმე გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით საქართველომ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებათა პრიორიტეტები არასწორად დაგეგმა.