აშშ-ის უმსხვილესი 350 კომპანიის დირექტორების შემოსავლები 2021 წელს 11%-ით გაიზარდა და ერთ ადამიანზე საშუალოდ 27,8 მლნ დოლარი შეადგინა - ამის შესახებ მოწმობს Economic Policy Institute (EPI) ანგარიში.
შედეგად კი ამერიკელი მმართველების საშუალო თვიური ხელფასი 399-ჯერ აღემატება რიგითი თანამშრომლის საშუალო ხელფასს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. წინა მაქსიმუმი 2000 წელს დაფიქსირდა, როცა დირექტორის ხელფასი 393-ჯერ მეტი იყო რიგითი თანამშრომლის ხელფასზე.
EPI ითვლის ამერიკის მასშტაბით 350 მსხვილი კომპანიის თანამშრომლების ხელფასებს. ის ითვლის როგორც საბაზისო ხელფასს, ასევე ბონუსებს და კომპენსაციებს აქციების სახით.ამასთან, ორგანიზაციას ანგარიშში არ შეუტანია ილონ მასკის დირექტორობის ხელფასი, რომელიც უზომოდ მაღალი იყო, მან ანაზღაურებისთვის გამოიყენა აქციის ოპციონი 23,5 მლრდ დოლარის ღირებულებაზე, ამან კი მისი შემოსავლები 1000-ჯერ მეტი გახადა, ვიდრე სხვა კომპანიების დირექტორების.