ვიდეოკარტების მწარმოებელი მსოფლიოში უმსხვილესი ამერიკული კომპანია Nvidia ოქტომბრის ბოლომდე აპირებს დახუროს რუსეთის ოფისი. ამის შესახებ Forbes-ი კომპანიაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, Nvidia-მ ჯერ კიდევ 30 სექტემბერს გამოუცხადა თანამშრომლებს ოფისის დახურვის გადაწყვეტილების შესახებ, ვინაიდან შეუძლებლად მიაჩნია მათი საქმიანობის ეფექტურობის შენარჩუნება.
Forbes-ს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ Nvidia-მ რუსეთში გაყიდვები მანამდე შეაჩერა, მის მოსკოვის ოფისში 240 ადამიანი იყო დასაქმებული, ძირითადად ესენი არიან ინჟინრები. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, თანამშრომლებს შესთავაზებს სხვა ქვეყნებში გადანაწილებას, ხოლო მათ, ვისაც რუსეთის დატოვება არ სურს, კომპანია კონტარქტს გაუწყვეტს, კომპენსაციის გაცემასთან ერთად.
წყარო გამოცემას იმასაც უყვება, რომ კომპანიას ამ დროისთვის ჩარტერული რეისებით გაყავს ისინი, ვინც უკვე გამოთქვეს რუსეთის დატოვების სურვილი.