ევროკავშირმა უკრაინის მხარდასაჭერად 5 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტი საბოლოოდ დაამტკიცა. საბჭოს განმარტებით, დახმარების პაკეტი მოიცავს შეღავათიან სესხს, რომლის პირობებიც ზუსტადაა მორგებული უკრაინის ეკონომიკურ მდგომარეობასა და საჭიროებებზე.
საგულისხმოა, რომ აღნიშნული 5 მილიარდი მაისში დაანონსებული 9-მილიარდიანი დახმარების პაკეტის მეორე ნაწილია, მესამე ტრანშს კი 3 მილიარდი ევროს მოცულობით უკრაინა წლის ბოლომდე მიიღებს. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხა უკრაინის ეკონომიკის აღდგენაზე, ჰუმანიტარულ პროგრამებზე, თავდაცვასა და გადაუდებელ დახმარებაზე დაიხარჯება