რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ქალაქ ევპატორიაში სამედიცინო დაწესებულებებს არ გააჩნიათ სამედიცინო აღჭურვილობა დაჭრილი ოკუპანტების სამკურნალოდ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, ლუგანსკის ოლქიდან მამაკაცები, სამედიცინო კომისიის გავლისა და წვრთნის გარეშე, მობილიზაციის შემდეგ დაუყოვნებლივ იგზავნებიან იმ ქვედანაყოფების შესავსებად, რომლებმაც ყველაზე დიდი დანაკარგები განიცადეს.
რა შეეხება ხერსონის ოლქს, გენშტაბის ცნობით, „დასახლებული პუნქტების დატოვებისას მტერი ახორციელებს ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და კერძო სახლებს დანაღმვას“.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუსებმა განახორციელეს 9 სარაკეტო და 6 საჰაერო დარტყმა, ასევე 56-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. დარტყმის შედეგად 27-ზე მეტ დასახლებაში ობიექტები და მოსახლეობა დაზარალდა.