აშშ-ის გადაწყვეტილება, გააგრძელოს კიევისთვის მძიმე იარაღის მიწოდება, ამტკიცებს ვაშინგტონის, როგორც კონფლიქტის მონაწილის სტატუსს. მოსკოვი ამას თავისი სტრატეგიული ინტერესების პირდაპირ საფრთხედ აღიქვამს, - ამის შესახებ რუსეთის ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.
“ჩვენ ამას აღვიქვამთ, როგორც პირდაპირ საფრთხეს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებისთვის”, - აღნიშნა ანტონოვმა.
მისი თქმით, აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების რისკს ზედის.
“აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის სამხედრო პროდუქციის მიწოდება არა მხოლოდ ხანგრძლივ სისხლისღვრას და ახალ მსხვერპლს იწვევს, არამედ ზრდის რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პირდაპირი სამხედრო შეტაკების საშიშროებას”, - აღნიშნა ანატოლი ანტონოვმა.