კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისთვის, პროდიუსერებისთვის და ტელეწამყვანებისთვის ვორკშოპი ჩატარდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს საქართველოს მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე ინფორმაცია მიაწოდა.
მედიის წარმომადგენლები ასევე ეროვნული ბანკის ფუნქციებს, სატრუქტურასა და ამოცანებს გაეცნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა ინფლაცია, ვალუტის კურსი, საპროცენტო განაკვეთები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
მედიააკადემია ჟურნალისტებს შესაძლებლობას აძლევს, პროფესიული საქმიანობისთვის აუცილებელი ცოდნა გაიღრმავონ.