მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი იურისტი სასამართლო პროცესის ღიაობის საჭიროებაზე საუბრობს. მასიმო დი ანჯელომ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სურდა სასამართლოს ყველა მსუველი დასწრებოდა რათა შეფასებები საზოგადოებას გაეკეთებინა.
კითხვაზე პრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია თუ არა, ამერიკელმა იურისტმა აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეუძლია.
ამერიკელი ექსპერტი კი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ფიზიკური და ნევროლოგიური კვლევა ჩაუტარდა, თუმცა ამ მომენტისთვის, მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვერ ისაუბრებს.
შაჰინ ლახანმა აღნიშნა, რომ თათბირი უნდა გამართოს კოლეგებთან, სხვა ექიმებთან და ექსპერტებთან, სანამ საბოლოო ანგარიშს გამოაქვეყნებს. ექსპერტის თქმით, მომავალშიც აპირებს სააკაშვილის მონახულებას და “შემდგომი კვლევების ჩატარებას.