შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსი 5-7 ოქტომბერს საქართველოს ეწვევა.
ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
“შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში მდივნის მოადგილე ბონი დ. ჯენკინსი თბილისს 5-7 ოქტომბერს ეწვევა. თბილისში ყოფნისას, იგი გახსნის და ძირითად დაკვირვებებს გამოთქვამს ბიოუსაფრთხოების ასოციაციის ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის კონფერენციაზე COVID-19-დან მიღებული გაკვეთილების შესახებ. მდოვნის მოადგილე ასევე დაესწრება ორმხრივ შეხვედრებს” , - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.