უკრაინის საელჩო საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დღეს ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველდღიურად იბრუნებენ ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს.