ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მიხეილ სააკაშვილის ბანერი გადმოკიდა. ბანერზე დატანილი იყო წარწერა "თავისუფლება მიშას". ამ გზით პარტიამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამო ისჯება.