ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში მიმდინარე სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოების დასრულების შემდეგ გადაუდებელი დახმარების ცენტრს ახალი, ადმინისტრაციული შენობა ექნება.
ახალი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის შესაბამისად დაკომპლექტდება და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო ყველა პირობა იქნება შექმნილი.