"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და პარტიის მხარდამჭერები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართვენ. აქციის მონაწილეები საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დამოუკიდებელი ექსპერტის ჯეიმს ქობსის შეშვებას ითხოვენ. მათი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ბიუროკრატიულ ბარიერს ხელოვნურად ქმნის, რომ ექიმს მიხეილ სააკაშვილის ნახვის საშუალება არ მიეცეს.