გონსალო იგუაინმა კარიერის დასრულების შესახებ დააანონსა. ამერიკული ინტერ მაიამის ფორვარდი ფეხბურთიდან მიმდინარე წლის ბოლოს წავა, როდესაც MLS-ში სეზონი დასრულდება."დღეს აქ იმისთვის მოვედი, რომ ჩემი ამბავი გითხრათ: დადგა დრო საფეხბურთო კარიერა დავასრულო".
ცნობისთვის, 34 წლის იგუაინი ინტერ მაიამიში 2020 წლიდან თამაშობს და 65 თამაშში 27 გოლი გაიტანა. მან კარიერა რივერ პლეიტში დაიწყო, შემდეგ კი არგენტინელმა ფორვარდმა მადრიდის რეალში, ნაპოლისა და იუვენტუსში ითამაშა. ევროპაში მან მცირე ხნით მილანსა და ჩელსიშიც იასპარეზა. არგენტინის ნაკრებში ‘პიპიტამ’ 2009-დან 2018-წლამდე 75 შეხვედრაში 31 გოლი გაიტანა.
იგუაინმა არაერთი ტიტული მოიგო, მათ შორის სამ-სამჯერ გახდა ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონი, ასევე მოიგო ევროპალიგა, ესპანეთისა და იტალიის თასები და სუპერთასები.