2022 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.5 პროცენტი შეადგინა - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 7.5 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატის ცნობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.74 პროცენტული პუნქტით აისახა. ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1 პროცენტით, ხოლო საცხოვრებელის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.2 პროცენტიანი მატება.