ავტომანქანის რეგისტრაციის და ნომრის აღების საფასური იზრდება.
სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა 35 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 100 ლარით. ამის შესახებ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტში წერია, რომლის ავტორი ფინანსთა სამინისტრო, ხოლო ინიციატორი მთავრობაა.
ამასთან, კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო სანომრე ნიშნის გაცემა 35 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 80 ლარით, ხოლო ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული სახელმწიფო სანომრე ნიშნის აღდგენა 35 ლარის ნაცვლად ასევე 80 ლარი გახდება.