ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2021 წელს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 31 %-ით გაიზარდა და 150 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. რაც შეეხება დასაქმებულთა ხელფასს, 2021 წელს საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 347 ლარს გაუტოლდა, რაც გასულ წელთან შედარებით 124 ლარით მეტია.