იტალიის სერია A-ს მე8 ტურში ნაპოლიმ სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე ტორინოს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა მეტოქე. ნაპოლიმ შეხვედრის სტარტზევე მოიპოვა უპირატესობა.
მე-6 და მე12 წუთზე ზამბო ანგისამ მილინკოვიჩის კარი აიღო, ხოლო 37-ე წუთზე სოლო რეიდის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ სხვაობა სამამდე გაზარდა. შეხვედრის 44-ე წუთზე ტურინელებმა ანგარიშის შემცირება მოახერხეს, თუმცა მატჩი აღარაფერი შეცვლილა. ლუჩიანო სპალეტიმ ხვიჩა 81-ე წუთზე შეცვალა. მატჩის შემდგომ ინტერვიუში იტალიერლმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ: კვარა არის ფეხბურთელი, რომელზეც ფსონი შეიძლება დადო. მას შეუძლია მცველზე მარტო წასვლა და მომენტის შექმნა, რადგან ეს სრულყოფილად გამოსდის. ეს უდაოდ კარგი თვისებაა. მას შეტევების წარმოუდგენლად მრავალფეროვანი არსენალი აქვს, ის სტრატოსფეროდანაა".
მე-8 ტურის შემდეგ ნაპოლის 20 ქულა აქვს და ის ცხრილის სათავეშია. ნაპოლი შემდეგ შეხვედრას, 4 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად ამსტერდამის აიაქსის წინააღმდეგ გამართავს.
ბრატისლავის „სლოვანმა“ სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში „პოდბრეზოვა“ 3:1 დაამარცხა. სასტარტო შემადგენლობაშ იყო სამივე ქართველი - გიორგი ჩაკვეტაძე, გურამ კაშია და ჯაბა კანკავა. ვლადიმერ ვაისმა გიორგი ჩაკვეტაძე პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა, ხოლო კაშიამ და კანკავამ სრული მატჩი ჩაატარეს. 88-ე წუთამდე ანგარიში 1-1 იყო, თუმცა კუთხურის შემდეგ გურამ კაშიამ ზუსტი თავურით სლოვანი წინ გაიყვანა.
12 ტურის შემდეგ ბრატისლავის სლოვანი, სლოვაკეთის ჩემპიონატს, 26 ქულით ლიდერობს. ქართველების გუნდი შემდეგ შეხვედრას კონფერენს ლიგაზე, 6 ოქტომბერს, შვეიცარული ბაზელის წინააღმდეგ გამართავს.