ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რადგან პირველ ტურში ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.
BBC-ის ინფორმაციით, ყოფილმა პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ ამომრჩეველთა ხმების 48.2% მიიღო, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ - 43.4%.
კანდიდატები ერთმანეთს მეორე ტურში 30 ოქტომბერს დაუპირისპირდებიან.
ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ გაიმართა. ქვეყანაში, სადაც 156 მილიონამდე პოტენციური ამომრჩეველი ცხოვრობს, ხმის მიცემა სავალდებულოა. არჩევნებში სულ 11 კანდიდატი მონაწილეობდა.