რუსთავში პირველი თანამედროვე ღია საგამოფენო სივრცე რუსთაველი მხატვრების გამოფენით გაიხსნა - Palitra News

რუსთავში პირველი თანამედროვე ღია საგამოფენო სივრცე რუსთაველი მხატვრების გამოფენით გაიხსნა

2022-10-03 09:13:01+04:00

რუსთავში პირველი თანამედროვე ღია საგამოფენო სივრცე რუსთაველი მხატვრების გამოფენით გაიხსნა. სპეციალურად ხელოვანი ადამიანებისთვის შექმნილი რეკრეაცია, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.

საგამოფენო სივრცე, რომელმაც პირველად უმასპინძლა მხატვრებს, ნებისმიერი რუსთაველი ხელოვანისთვის, ფერწერული ტილოების, ხელნაკეთი ნივთების თუ სკულპტურული ნამუშევრების გამოფენის ახალი შესაძლებლობა იქნება.