12-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ ნაწილზე, საარჩევნო რეფორმაზე საკომიტეტო განხილვა დღეიდან იწყება. ცვლილების მიხედვით, ქვეყანაში მომდევნო არჩევნები ელექტრონულად უნდა ჩატარდეს. ამომრჩევლის სულ მცირე 70 პროცენტი ხმას ახალი წესით მისცემს, თუმცა ცვლილებები იგეგმება იმ უბნებზეც, სადაც ელექტრონული რეგისტრაციის აპარატურა არ იქნება. ასეთ შემთხვევებში, ბიულეტენების გაციფრულება მოხდება.
უმრავლესობაში განმარტავენ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის რევიზია ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდა და იმედოვნებენ, რომ კანონპროექტს ყველა მხარს დაუჭერს.