საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ,,ანტიკორუფციულმა მოძრაობამ” ოკუპირებული გალის რაიონში დაკავებული ირაკლი ბებუას მხარდასაჭერი აქცია გამართა. დღევანდელ აქციას ,,ანტიკორუფციულმა მოძრაობის” წევრებთან ერთად ირაკლი ბებუას ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. აქციის მონაწილეებს ხელში ბანერევი წარწერით ,,თავისუფლება ირაკლი ბებუას” ეკავათ. ,,ანტიკორუფციული მოძრაობის” წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოჯახის წევრებთან შეხვედრა გამართოს და შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს. ირაკლი ბებუამ 2020 წლის 30 სექტემბერს გალში, რაიონული კულტურის სახლის ფასადზე მიმაგრებული დროშის დაწვა სცადა. მას გალის საქალაქო სასამართლომ ცხრა წლიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმა მიუსაჯა.