უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინელებმა 60 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს.
ამავე ცნობით, მათგან 500-ზე მეტი ბოლო 24 საათის განმავლობაშია მოკლული.
უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები კი მოიცავს: 2377 ტანკს, 4975 ჯავშანტექნიკას, 1405 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 264 საბრძოლო თვითმფრინავს და 227 ვერტმფრენს.