სალომე ზურაბიშვილი - სრულიად გამართლებული და სწორია, რომ პრეზიდენტის სასახლეში პირველი პრეზიდენტის შვილიშვილს მიეცეს საშუალება საკუთარი ნაწარმოებები შეასრულოს - Palitra News

სალომე ზურაბიშვილი - სრულიად გამართლებული და სწორია, რომ პრეზიდენტის სასახლეში პირველი პრეზიდენტის შვილიშვილს მიეცეს საშუალება საკუთარი ნაწარმოებები შეასრულოს

2022-10-01 12:55:44+04:00

ორბელიანების სასახლეში კომპოზიტორ დემეტრე გამსახურდიას ნაწარმოებების კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა, ესწრებოდნენ: მუსიკოსები, თანამედროვე მუსიკის მიმართულებით მომუშავე პროფესორები და დიპლომატები.

ღონისძიების მიზანი საქართველოში და უცხოეთში მცხოვრები თანამედროვე ხელოვანების მხარდაჭერაა. ქართული თანამედროვე პროფესიული მუსიკის ორბელიანების სასახლეში წარდგენა ქართულ საზოგადოებაში ამ ჟანრის მუსიკის აღიარებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

დემეტრე გამსახურდიამ ორბელიანების სასახლეში მსმენელის წინაშე მუსიკალური პერფომანსი ,,მიკარება“ შეასრულა.