გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია იაპონიის სახელმწიფოს ელჩს საქართველოში იმამურა აკირას და UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილეს საქართველოში ანნა ჩერნიშოვას შეხვდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ტყის მდგრადი მართვისა და ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების საკითხები განიხილეს.
ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა იაპონიის მთავრობასა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) სატყეო სექტორის რეფორმირების პროცესში ფინანსური მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისთვის.