ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა განაცხადა, რომ სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, კლინიკა თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვება.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, კლინიკა 82 საწოლზე იქნება გათვლილი და შენობაში, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი გადავა. ადგილზევე მოეწყობა ბავშვთა ინფექციური განყოფილება, რის შედეგადაც, ნებისმიერ პაციენტს შეეძლება თანამედროვე სტანდარტების მომსახურების მიღება.
ზურაბ აზარაშვილთან ერთად, ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობაში, მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურიც იმყოფებოდა.