II ქვეით ბრიგადაში მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2022“ დაიწყო. სწავლების მიზანი მედიის წარმომადგენლებისთვის იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, რაც მათ ჰიბრიდული გამოწვევების პირობებში და კრიზისული მდგომარეობის დროს პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში შეუწყობს ხელს. სწავლება, ძირითადად, კრიზისულ და საომარ ვითარებაში პრაქტიკული ნაწილით არის დატვირთული. სწავლებაში სხვადასხვა ტელევიზიისა და საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტები და ოპერატორები, ასევე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები არიან ჩართულები. მასში მონაწილეობას, პალიტრანიუსის ჟურნალისტი თიკა ყამარაულიც იღებს.