კრემლის ლიდერის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიაზე ხელმოწერას საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ ყალბი რეფერენდუმის გაფორმებას არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს. ქვეყნის მთავარსარდალმა უარყო საერთაშორისო სამართლის მსგავსი უხეში დარღვევა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.