როგორი იყო ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ მდგომარეობა 2021 წელს და რა სახის დარღვევები გამოვლინდა საქართველოში ამ მიმართულებით. სახალხო დამცველი დღეს პარლამენტს ანგარიშს წარუდგენს. კითხვის დასმის საშუალება ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ყველა პოლიტიკურ მხარეს ექნება.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ანგარიშში ყველა იმ მიმართულებაზეა ყურადღება გამახვილებული, რაც გასულ წელს ომბუდსმენის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს.
მმართველ გუნდში კი ანგარიშს პოლიტიკურად მიკერძოებულს უწოდებენ.