29 სექტემბერს ფაბრიკის საკონფერენციო დარბაზში,ლურჯი ოკეანის პროექტის ფარგლებში, ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით „ბედნიერების ფსიქოლოგია - როგორ ვმართოთ ფინანსები და მოვიპოვოთ სიყვარული” და ასევე გაიმართა ოთხი წიგნის პრეზენტაცია.
ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ სპიკერები,რომლებმაც სხვადასხვა თემის შესახებ საკუთარი შეხედულებები და გამოცდილებადამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს.
შესაძლებელია თუ არა, რომ მეტი ვიცოდეთ და ამით უკეთესი გადაწყვეტილებები მივიღოთ? რა გვიშლის ხელს დიდი შემოსავლის მიღებაში? როგორ ვაკმაყოფილებთ ერთმანეთის სიყვარულის ღრმა, ემოციურ მოთხოვნილებას? შეგვიძლია თუ არა ვისწავლოთ სიყვარული? ბედნიერება? ღონისძიებაზე ყველა ამ კითხვას პასუხი გაეცა და თითოეული იქ მყოფი ადამიანისთვის ერთ-ერთ დასამახსოვრებელ და სასიამოვნო დღედ იქცა.