2022 წლის აგვისტოში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივლისთან შედარებით 47%-ით, 1 566 ერთეულამდე გაიზარდა. ბაზრის ზომა კი 48%-ით 66 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ colliers-ს კვლევაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, ბათუმში 2022 წლის აგვისტოში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 45%-ით გაიზარდა, ძველ ბინებზე კი 70%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ამასთან, კვლევის თანახმად, ბათუმში 2022 წლის აგვისტოში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი უმნიშვნელოდ, 3%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 822 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი 18%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მაჩვენებელი კვ.მ-ზე 707 აშშ დოლარს გაუტოლდა.