შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალაქ ბათუმიდან საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია - „ემეგობრე პოლიციას“ დაიწყო - Palitra News

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალაქ ბათუმიდან საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია - „ემეგობრე პოლიციას“ დაიწყო

2022-09-29 20:14:49+04:00

ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში 2-დღიანი შემეცნებით-გასართობი ღონისძიება მიმდინარეობს. მოზარდებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის საქმიანობას, დაათვალიერონ სპეცტექნიკა და აღჭურვილობა. ბავშვები, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში. სამინისტროს მსგავსი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით, კიდევ 5 ქალაქში აქვს დაგეგმილი.