ომბუდსმენის პოსტზე განაცხადების მიღება შეწყდა. ვინ გახდება ახალი სახალხო დამცველი?! კონკურსში ჩართული პირების ვინაობის გასაჯაროებამდე ოპოზიციური პარტიების ნაწილი უკვე აცხადებს, რომ მხარს მესამე სექტორის მიერ წარდგენილ რომელიმე კანდიდატს დაუჭერენ. ქართული ოცნება დარწმუნებულია რომ ომბუდსმენის არჩევის პროცესი გამჭირვალე და დემოკრატიული იქნება. ვინ როგორ უყურებს პროცესს.