პუტინის რუსეთიდან საქართველოში მასობრივად წამოსული რუსების შესაჩერებლად, მოქალაქეებმა დღეს ლარსის სასაზღვრო პუნქტის ჩაკეტვის მოთხოვნით იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. შემდეგ კი მსვლელობით ქარტული ოცნების ოფისთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეების თქმით საქართველომ საზღვარზე მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები და ეთნიკურად ქართველი პირები უნდა შემოუშვას.