ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტი, ოკუპირებულ აფხაზეთში, რას აპირებს მმართველი პარტია - Palitra News

ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტი, ოკუპირებულ აფხაზეთში, რას აპირებს მმართველი პარტია

2022-09-29 19:50:16+04:00

ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტი, ოკუპირებულ აფხაზეთში, მთელი დღის განმავლობაში ქართულ პოლიტიკურ სპექტრში განხილვის საგანია. ალექსანდრე ლუკაშენკოს ეს ნაბიჯი ერთხმად დაგმო საქართველოს ხელისუფლებამ, ოპოზიციამ, ექსპერტებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა . ყველა მათგანი აცხადებს რომ დაირღვა ოკუპაციის კანონი და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები. რა გზავნილები აქვთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რა ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდებს ოპოზიცია ხელისუფლებას, რას აპირებს მმართველი პარტია.