ყაზახეთის საზღვარზე, ასტრახანის ოლქში, სადაც რუსეთიდან გასვლის მსურველთა მრავალკილომეტრიანი რიგია, უახლოეს დღეებში ნაწილობრივი მობილიზაციის დროებითი პუნქტი განთავსდება, - ინფორმაციას რუსული მედია რეგიონის გუბერნატორის ადმინისტრაცია.
„უახლოეს დღეებში ყაზახეთის საზღვარზე შეიქმნება ნაწილობრივი მობილიზაციის დროებითი პუნქტი. ასევე, გამშვებ პუნქტზე დაიწყეს გამგზავრების დოკუმენტების გადამოწმება, რათა არ გაუშვან მოქალაქეები, რომლებიც აკმაყოფილებენ გაწვევის კრიტერიუმებს, რომლებსაც არ აქვთ ნაწილობრივი მობილიზაციის გადადების ან გასვლის ნებართვა სამხედრო კომისარიატიდან”, - აცხადებენ რეგიონის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.
ასტრახანის ოლქის კრასნოიარსკის რაიონის ტერიტორიაზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი "კარაუზეკია” განთავსებული. რეგიონის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იქ ქვეყნიდან გასვლის მსურველთა მრავალკილომეტრიანი რიგია წარმოქმნილი.