ლევან დავითაშვილი - საქართველო მოწინავეა ასოცირების "ტრიოს" ფარგლებში ვალდებულებების შესრულების მიმართულებით - Palitra News

ლევან დავითაშვილი - საქართველო მოწინავეა ასოცირების "ტრიოს" ფარგლებში ვალდებულებების შესრულების მიმართულებით

2022-09-29 15:20:38+04:00

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამუშაო ჯგუფის (COEST) წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და რომეო მიქაუტაძემ.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები, აგრეთვე ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების პროგრესი.