ვინ გახდება ახალი სახალხო დამცველი - ომბუდსმენის პოსტზე განაცხადების მიღების ვადა დღეს იწურება. ოპოზიცია კი ისევ ამბობს, რომ მხარს მხოლოდ მესამე სექტორის მიერ წარდგენილ რომელიმე კანდიდატს დაუჭერს.
შემფასებელთა ჯგუფის წევრები ირწმუნებიან, რომ პროცესი გამჭირვალე და დემოკრატიული იქნება.