რუსეთი, 2030 წლისთვის, თვითმფრინავების წარმოებას გეგმავს. კერძოდ, საუბარია, რუსეთში აწყობილი ნაწილებიტ 1000 თვითმფრინავის გამოშვებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. რუსეთის სახელმწიფო კომპანია “როსტეკი” ერთადერთი კომპანიაა, რომელიც სამოქალაქო ავიაციის დეტალებს აწარმოებს.
უკრაინაში ინტენრენციის შემდეგ Boing-მა და Airbus-მა რუსული ავიაკომპანიების მომსახურებაზე, მათ შორის სათანადო ნაწილების მიწოდებაზე უარი თქვეს. არადა, ომამდე, რუსეთის სამოქალაქო ავიაციის პარკს ძირითადად Boeing-სა და Airbus-ის მიერ წარმოებული თვითფრინავები შეადგენდა.
სანქციების გამო რუსული ავიაკომპანიები, მათ შორის ყველაზე მსხვილი აეროფლოტი სათადარიგო ნაწილებისთვის არსებულ თვითმფრინავებს შლიდნენ. ამ ეტაპზე 30-ზე მეტ ქვეყანას რუსეთში რეგისტრირებული კომპანიებისთვის საჰერო სივრცე აქვს ჩაკეტილი. სანქცია ასევე გავრცელდება კერძო თვითმფინავებზეც, მათ ევროკავშირის საჰაერო სივრცეში დაშვება/აფრენა არ შეუძლიათ.