ოკუპაციის კანონის, საერთაშორისო სამართლის ყველა წესისა და პრინციპის დარღვევით განხორციელებული ვიზიტი - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი ლუკაშენკოს ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთში. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც მკაფიოდ გმობენ ვიზიტს და მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს გმობს ოფიციალური თბილისი. მმართველი პარტია ამბობს რომ ამ ფაქტს მათი მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში სტუმრობას გმობს ოპოზიციაც, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები ბელარუსის პრეზიდენტის ქმედებას ქართული ოცნების არასწორ საგარეო პოლიტიკას უკავშირებენ.