ზურაბ აზარაშვილმა წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საქართველოს, პირველი ლაბორატორია ექნება სადაც მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის საშუალებით, მედიკამენტების ხარისხის შესწავლა და მათი კონტროლი მოხდება. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, საზღვარგარეთ ნიმუშების გაგზავნის საჭიროება აღარ იქნება.
სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაწესებულება თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით აღიჭურვება.