25 წლის დაუმარცხებელი ქართველი მებრძოლის ილია თოფურიას შეხვეედრა ლეგენდარულ ბრაზილიელ ედსონ ბარბოზასთან, რომელიც 29 ოქტომბერს, ტურნირ UFC Vegas 63-ში იყო დაგეგმილი, აღარ გაიმართება. MMA Fighting-ის ცნობით, 36 წლის ბარბოზა ოქტაგონზე გასვლას მარჯვენა მუხლის ტრავმის გამო ვერ შეძლებს.
ჯერჯერობით უცნობია, მოასწრებენ თუ არა ორგანიზატორები ნახევრადსაშუალო წონით კატეგორიაში (featherweight) მებრძოლი ქართველი სპორტსმენისთვის მეტოქის შეცვლას თუ მისი და ბარბოზას დაპირისპირება გარკვეული დროით გადაიდება.
ედსონ ბარბოზას თოფურიასთან წაგებათა სერიის შეწყვეტა სურდა - შარშან ბრაზილიელს გიგა ჭიკაძემ მესამე რაუნდში დაანოკაუტა, ამა წლის მარტში კი ის ბრაის მიტჩელმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ბოლო ინფორმაციით, ბრაზილიელს მუხლზე ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
ილია თოფურია UFC-ში 2020 წლიდან გამოდის, მას ოთხიდან ოთხი შეხვედრა აქვს მოგებული. "ელ მატადორმა"