გინდათ იცოცხლოთ - იბრძოლეთ თქვენს ქუჩებში თქვენი თავისუფლებისთვის, - ასე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში მიმართა რუს ოკუპანტებს.
კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტმა მიმართა მათ, “ვისაც მხოლოდ რუსულად ესმის” და აღნიშნა, რომ ფრონტზე სიტუაციასთან დაკავშირებით უკრაინისთვის ყველაფერი გასაგებია.
“გინდათ იცოცხლოთ - გაიქეცით. გინდათ იცოცხლოთ - ტყვედ ჩაბარდით. გინდათ იცოცხლოთ - იბრძოლეთ თქვენს ქუჩებში თქვენი თავისუფლებისთვის. თქვენ ისედაც ყველაფერი წაგართვეს. თუ რომელიმე თქვენგანს ნავთობის ჭაბურღილები აქვს? ან სასახლეები? ან ვენახები? იქნებ იახტები გაქვთ? ან რომელიმე ბანკი? საერთოდ რისთვის იბრძვით? თქვენ მხოლოდ კრედიტები გაქვთ, საღამოს რამე სახეთქი და ახლა - მობილიზაცია. თქვენთვის იბრძოლეთ! ნუ ძვრებით ჩვენს მიწაზე, ჩვენს სულში და ჩვენს კულტურაში”, - განაცხადა ზელენსკიმ.