თბილისში, ვეტერინარი პარაპროფესიონალების საგანმანათლებლო პროგრამის გაუმჯობესების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამუშაო ფორმატში განიხილეს საქართველოში არსებული ვეტერინარული მიმართულების პროფესიული სასწავლებლების სასწავლო გეგმა და ცხოველთა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გაიდლაინებთან დაახლოების პერსპექტივა.
შეხვედრას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ .